-
2014-06-01 01:15
საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას არჩევნების გაყალებებასთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, ეს არცთუ ისე ჭკვიანური სქემებია, თუმცა გაყალბების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს აუცილებლად მიიღებს.
„ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საარჩევნო დღეა და მინდა იმედი დავიტოვო, რომ განსაკუთრებით „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არ გაუჩნდებათ სურვილი და არ დაიწყებენ არჩევნებში „ხელის ფათურს". თუმცა მხოლოდ იმედად არ ვიქნები. სხვადასხვა სიგნალები მოდის, რომ შეიძლება რაღაც „მაიმუნობები"იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიგნალებია.
ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ,რომ ამომრჩეველს ჩემი სათქმელი აქტიურად ვუთხრა და მეორე, თუ ვინმეს არჩევნების გაყალბებაზე ხელი გაექცევა, ამის პრევენციულ ზომებსაც მივიღებ. გაყალბების არცთუ ჭკვიანური სქემებია და მას ჭკვიანურ კონტრსქემებს დავუპირისპირებთ. ვპირდები ყველას, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი ხმაური იქნება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.