
ყოფილი პარლამენტარი გოგიწულაია, ქუთაისის ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ბოლო 3 თვის მანძილზე მერიიდან 4-ჯერ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა პასუხი არ მიუღია.
„რაში დახარჯონ ბიუჯეტი აღარ იციან, არ ყოფნით „გულავი“, საყვარლები, დროსტარება... თებერვლის მერე ვითხოვ გამცენ პასუხი, რამდენს ხარჯავს მერია მივლინებებში, საწვავში, რამდენიმე დღის წინ მოვითხოვე შვებულებაში გასული თანამშრომლების სია, მაგრამ მერიამ ყველა ვადა დაარღვია და პასუხები არ მომაწოდა.
მოკლედ, ასე რომ ვთქვათ, სძინავთ! ზუსტად ასე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობაც“, რავა, „ნაციონალებს“ ჩემთვის კი არაფერი გაუფუჭებიათ?!. და მე ამ ორ ძალას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ვერ გავიგე რომელი რომელს სჯობია?!.“ - აცხადებს წულაია.