-
2014-05-31 21:45
ინციდენტი მოხდა ფონიჭალაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა ბერძენიშვილი ამომრჩევლებს ხვდებოდა. პარალელურად, მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ხათუნა ბერძენიშვილსა და მის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს.
„ამათ 30 კაცი დაიჭირეს ფონიჭალაში, ნარკოტიკები ჩაუდეს და გაამწარეს, არანაირი უფლება არა აქვთ, აქ მოვიდნენ და ხალხს ელაპარაკონ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა.
„უუნარო და უსუსური ხელისუფლება ასეთი მეთოდებით ცდილობს ფონს გასვლას და საარჩევნო კამპანიის ჩაშლას, თუმცა, ხალხს არ უნდა გაჩერებული ქვეყანა და ამას ღიად გამოხატავენ კიდეც 15 ივნისს“, - განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა და დაამატა, რომ საპატრულო პოლიციის არცერთი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე დროულად არ გამოცხადდა.



