-
2014-05-30 21:35
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წერს, რომ ნატოს გაფართოების დეკლარაციის მე-8 პუნქტში გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს, შესაძლოა, MAP მიენიჭოს. ამ ჩანაწერს საფუძვლად უდევს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება.
"დღეს ნატოს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატოს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა.
დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება. დეკლარაციის მე-8 პუნქტში აღინიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მიენიჭოს "მაპი", – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.