-
2014-04-30 10:33
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პარლამენტის წევრებს, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა და მათ "ჭკუით ყოფნა" ურჩია.
„თქვენ როცა მოდიოდით, „ქართული ოცნება“, უმრავლესობას გეკითხებით - ქალბატონ მანანას, ქალბატონ ეკას, თქვენ სუყველა, როცა მოდიოდით, დაპირებებში რომ გეთქვათ, რომ ჩვენ მივიღებთ ამ კანონებს, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას? მიპასუხეთ! გეკითხებით! აი ამ საშინელ კანონს რომ აპირებთ, რომ მიიღოთ, რომელი მოგცემდათ ხმას?
ეს არის უზნეობა და ვინც ხელს მოაწერს ამ კანონს, იცოდეთ, რომ უზნეო ადამიანები იქნებიან სულყველა და მეორე: გაუგებარი თანხებით რომ იკვებებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდან მოდიან, ეს კარგად ვიცით, ერთი ფული გადაგიხადონ და წადით სოდომ-გომორში რა ხდება - დღესაც ცეცხლი უკიდია იმ მიწას, რომელსაც სოდომი და გომორი ჰქვია იმიტომ, რომ თქვენნაირი ხალხის ცოდვების გამო დაიწყო ეს ყველაფერი, ეს ბიბლიაში წერია და ჭკუით იყავით თქვენ ცოტა!".
პარლამენტში მომხდარი ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეოფრაგმენტს "მეორე არხის" ტელეტრანსლაციიდან, "პირველი რადიო" ავრცელებს.