-
2014-04-10 12:41
საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს სახლემწიფო მინისტრები ეხმაურებიან.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აშკარა პროვოკაციაა და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული:
„ბუნებრივია, რომ აშკარა პროვოკაციაა და საჭიროა ჩვენ პროვოკაციას სათანადოდ ვუპასუხოთ, არა აგრესიულად, არა ისე როგორც რუსები თვლიან ამას, არამედ როგორც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. საზღვარი შესაბამის სამსახურებს ეხებათ და ჯერ მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. მე არ შემიძლია გიპასუხოთ ტუ რა ხდება სახელმწიფოს საზღვარზე, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29