ალასანია MAP-ს ითხოვს: "თუ შემდგომი მხარდაჭერა არ იქნება, რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს"

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველო არის მზად, გახდეს ნატოს შემდეგი წევრი და თუმცა ესმის, რომ აქამდე ჯერ გზაა გასავლელი, შუა ეტაპზე MAP-ი, მისი აზრით, ძლიერი სიგნალი და მესიჯი იქნებოდა.

 

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღეს, ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე "გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაფართოება" სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა და დაამატა, რომ თუ ასე არ მოხდება, არის შანსი, რუსეთმა აგრესიული პოლიტიკა და საზღვრების გაფართოება გააგრძელოს:

 

„თუ შემდგომი მხარდაჭერა არ მოხდება, ეს ყველასთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ასპირანტი ქვეყნებისთვისაც, ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით პარტნიორი, ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი კომფორტულები, რადგან არის შანსი, რომ რუსეთი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას და საზღვრების გაფართოებას. ეს იქნება დამანგრეველი სიგნალი ყველასთვის, რეგიონისთვის და რუსეთის ფედერაციისთვის.

 

ომი გახლავთ პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ ვიცით, რა მოხდა უკრაინაში, რა ხდება რეგულარულად რეგიონში, ეს იმის დამადასტურებელია, რომ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება უახლოეს მომავალში. ჩვენ გვჭირდება ერთად განვავითაროთ და გამოვიყენოთ ძალიან გონივრული ეკონომიკური სანქციები სამხედრო შემაკავებელთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო აქტივები უნდა განთავსდეს არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც. საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს შემდეგი წევრი.

 

ვიცით, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ MAP-ი შუა ეტაპზე იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი და მესიჯი, რომელიც ნატო-ს შეუძლია გამოგზავნოს ჩვენი მისამართით", - თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თბილისში, ნატოს კვირეულის პირველ დღეს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !