პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
„საზოგადოებას ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია თუ რა ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე და თუ როგორია დაინფიცირებულთა ზრდა. მთავრობის მოქმედება არის იმის შესაბამისი თუ რა კონკრეტული მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, 21 აპრილისთვის ალბათ, სავარაუდოდ, შეიძლება მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით კონსულტაციების დონეზეა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილია მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები და აღნიშნული საბჭო წინა დღეებში იმსჯელებს იმ ვითარებაზე, რაც იქნება 21 აპრილამდე და საჭიროების მიხედვით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.