ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლიდან გამოვიდა- ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტორისიანმა განაცხადა.
„ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსის გავრცელება შეჩერდა, რადგან თუ ადრე ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა ერთი წყაროდან, ახლა უკვე 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს 10 ან 20 სხვადასხვა წყაროდან. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ გახდა“- განაცხადა არსენ ტოროსიანმა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში 937 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 12 კი- გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.