-
2020-04-02 14:24
ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი მიმართულია 2 ობიექტისკენ: დაზარალებული ბიზნეს სექტორები და იცით რამდენად ტევადი ღონისძიებებია შეთავაზებული - დაწყებული გადასახადების გადავადებით და პროცენტის სუბსიდირებით დასრულებული და მეორე და მთავარი ობიექტი ჩვენი დახმარების არის მოსახლეობა, ვინც, მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, ალბათ დაკარგავს სამსახურს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ ასეა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ შევდივართ კრიზისში და სანამ ეკონომიკა არ ამოიქოქება იგივე დონეზე, რაც იყო კრიზისამდე, რა თქმა უნდა იქნება დროებითი სირთულეები და ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს დასაქმებულებსაც დაარტყამს. ჩვენ, ამ ეტაპზე რაც შევთავაზეთ ყველაზე სამართლიანი მექანიზმი, რომელიც თანაბრად ეხება თვითდასაქმებულს, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულს, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ეს არის კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული შეთავაზებები“, - აღნიშნა თურნავამ.