
რუსეთი კორონავირუსის პრევენციისთვის საზღვრებს კეტავს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ შეზღუდვა ეხება ავტო, სარკინიგზო, საფეხმავლო და გადაადგილების შერეულ პუნქტებს. შეზღუდვა ძალაში 30 მარტს შევა.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 1 036 შემთხვევა დადასტურდა