-
2020-03-03 13:20
არ ვიცი ამჯერად სალომე ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა ქვეყნისთვის,
ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის
ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.
„ეს სამარცხვინო ფიგურა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ძალადობით და მოსყიდვით თავს დაასვა
ივანიშვილმა ქვეყანას, ყოველდღე პრობლემებს უქმნის საქართველოს თავისი ნაბიჯებით, გამონათქვამებით.
არ ვიცი ამჯერად მისი მოხსნება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ,
უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში. ზოგადად ყველა ამ პრობლემის გადაჭრის ძირი არის ივანიშვილში და ის
უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ეს პრეზიდენტი ისევ არჩეული გვეყოლება და იქნება ზიანის მომტანი,
მაგრამ გაცილებით ნაკლების, როცა ივანიშვილის ზურგი აღარ ექნება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.