-
2020-02-28 13:41
თურქეთის მოთხოვნით, სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის საბჭო დღეს, 28 თებერვალს შეიკრიბება. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ გვერდზე
გავრცელდა.
ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ წევრს შეუძლია მოითხოვოს
მოკავშირეებთან კონსულტაციები, როდესაც თვლის, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას,
პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა
განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხუთშაბათს ღამით ანკარაში საგანგებო
შეხვედრა გამართა