პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო პანიკის
საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა ის რეკომენდაცია,
რომელიც მედიის საშუალებით აქამდეც ვრცელდებოდა.
"ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო
უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას", — აღნიშნა გახარიამ.