საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერთი პირი გაიტაცეს.
ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი ტყეში შეშის შეგროვების დროს დააკავეს. როგორც რუსთავი 2 წერს, ის ცხინვალის იზოლატორში ყავთ გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა უწყებაში არ
პასუხობენ კითხვას მისი ასაკის შესახებ.
"ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად
", — აცხადებენ უწყებაში.
წყარო:რუსთავი2