
თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის
გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ციხიდან
"ჩვეულებრივი კრიმინალი" გამოვიდა.
"არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი,
რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი დანაშაულებრივი
სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან, ადეიშვილთან ერთად და განსაკუთრებული მაგით
არაფერი არ მომხდარა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.