
ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია ციხიდან გამოსულ ვანო მერაბიშვილს კალენდრიდან ამოხეულ
ფურცელს ადარებს. მის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.
"ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, თუ ამას რომელიმე პარტია კედელზე სიმბოლურად
დაიკიდებს, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია. ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს,
რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული", — თქვა ქანთარიამ.