
"ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციას აკრიტიკებს.
არჩილ თალაკბვაძე მედიასთან ოპოზიციის მიერ პროტესტის ნიშნად, პარლამენტში საბჭოთა კავშირის
ჰიმნის ჩართვას გამოეხმაურა:
"არიან სასოწარკვეთილი დიასახლისები და ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე
მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის შემდეგ რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ
და უფრო მდაბიოს ეს იყო ძნელად წარმოსადგენი, თუმცა ესეც მოახერხეს".