-
2020-02-18 14:09
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს
ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს-განაცხადა ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ, რაც პარლამენტში
საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
"ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის — საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი. ეს არის ხელოვნური
რეალობა, რომელიც უნდათ, რომ შექმნან. რეალობა ქვეყანაში არის სხვა, ადამიანები აპროტესტებენ, ადამიანები
ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, არჩევნების თავისუფლებას, ხალხი წყვეტდეს ვინ იქნება ამ დარბაზში
და არა ბიძინა ივანიშვილი. ყველა შემთხვევაში, როდესაც ეგონებათ, რომ კომფორტულად ჩაიკეტებიან დარბაზში
და ხელოვნური, გულისამრევი, არაფრისმთქმელი გამოსვლებით შეიქმნიან კომფორტს ყოველთვის ექნებათ
ეს დისკომფორტი", — თქვა ელენე ხოშტარიამ.