-
2020-02-17 17:56
მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, აღძრავთ საქმეს ივანიშვილის წინააღმდეგ? -
შესაბამისი კითხვით მიმართა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ირაკლი შოთაძეს.
„მარტივ მოდელირებას შემოგთავაზებთ. თუ თქვენ ხელთ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს,
რომ კორუფციული დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა პირობითად ბიძინა ივანიშვილმა.
თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორი იქნება. ამ მტკიცებულებების საფუძველზე აღძრავთ თუ
არა საქმეს და იმოქმედებთ კანონის შესაბამისად. ან ვთქვათ, გედი ფოფხაძე არის არასასურველი პოლიტიკოსი,
აღძრავთ თუ არა საქმეს პოლიტიკური მოტივაციით“,- მიმართა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს.