
ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ შესაძლოა მიხეილ
სააკაშვილთან ითანამშრომლოს, ეხმაურება და მარგველშვილს "პოლიტიკურ პლასტელინს" უწოდებს.
"რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში მე მივესალმები ამას. პოლიტიკურ პლასტელინს,
არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც",
— განაცხადა კალაძემ.