
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თავად რცხვენია ელენე
ხოშტარიასა და თინა ბოკუჩავას საქციელის გამო. დეპუტატი ირაკლი შოთაძის მოსმენისას ოპოზიციონერი
კოლეგების პერფორმანსს გამოეხმაურა.
"ხო გქონიათ მომენტი, რომ გრცხვენია სხვისი მოქმედების. სხვები იყვნენ ის ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი
დადგა. ეს მომენტი მქონდა მე ახლა. სახის დაკარგვის მაგალითები ვნახეთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო.
ამის იქით კომენტარიც არ უნდა ამას, უკომენტაროდ შეიძლება დაეწეროს ამ კადრებს ჩვეულებრივად", —
თქვა მამუკა მდინარაძემ.