-
2020-02-17 13:01
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი,
ოჯახი და ქვეყანაა. CBNNEWS-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა Daytona-500-ის ავტორბოლის გახსნის
ცერემონიაზე განაცხადა.
„Daytona-500 ლეგენდარული რბოლაა. დღეს ათი ათასობით პატრიოტი მოვიდა აქ, რათა მსოფლიო კლასის
უსწრაფესი ავტომობილები იხილონ. თუმცა, NASCAR-ის ფანები არასოდეს დაივიწყებენ, რომ მიუხედავად
იმისა თუ ვინ გაიმარჯვებს დღეს, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. რეზინა
დაიწვება, ფანები იყიჟინებენ და უდიდესი ამერიკული ავტორბოლა დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.