
პარლამენტთან ზვიად კუპრავა და სამოქალაქო აქტივისტები გენერალური პროკურორობის კანდიდატის,
ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ აქციას მართავენ, მათ პარლამენტთან ბოტასები მიიტანეს
"ბოტასები არის სიმბოლო დღევანდელი პროკურატურის, ფარცხალაძის, შოთაძის. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიტანეთ
ბოტასები იმ ფოტოებთან ერთად, რა საქმეებიც გააყალბეს. შევახსენოთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თუ ვის აძლევს
უფლებამოსილებას პროკურატურა, ვის აძლევს 6 წლიან მანდატს პროკურატურაში მთავარ პროკურორად მუშაობის",
— თქვა ზვიად კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 თებერვალს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი
შოთაძეს მოუსმენენ.