-
2020-02-17 11:01
საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მზად არის ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს,
თუ ამ უკანასკნელს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
“როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა
პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
საქართველო ივანიშვილის გარეშე კი არა, დემოკრატიული საქართველო – ეს აინტერესებს ამომრჩეველს ”- აღნიშნა მარგველაშვილმა.