-
2020-02-13 16:38
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს,
რომ ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად.
“როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას, გადაწყვეტილი აქვს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
კანონი გააუქმოს, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს. ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-
მინისტრი იმყოფება მიუნხენში კონფერენციაზე, ლავროვიც კონფერენციაზეა. ამავე დროს, ლავროვი ითხოვს
უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების
გარანტიები ლავროვმა გახარიასგან მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა,
ლავროვის მეთაურობით, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, თუ
საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს პრინციპულობას კანონმდებლობისა და საკუთარი მოსახლეობის
ნების გათვალისწინებით, რასაკვარიველია, ეს იქნება იმაზე უფრო მძიმე შეცდომა, ვიდრე ეს იყო გავრილოვი.
მე ვურჩევდი მათ, რომ ამას ნუ გაიმეორებენ”, - განაცახა დეკანოიძემ.