გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნული
მოვლენა დაგმო.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი გიგი უგულავას საქმეზე ბადებს შეკითხვებს და შეშფოთებას
ჩვენი მხრიდან. გარემოებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ გახლავთ პოლიტიკური დიალოგის პროცესის
ხელშემწყობი. იურიდიული დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოსთვის
ევროპის გზაზე“.