-
2020-02-13 11:04
კახი კალაძის და ირაკლი კობახიძის ვიზიტს საფრანგეთში სოციალურ ქსელში ეხმაურება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი და წერს, რომ უმრავლესობის ლიდერებს
სტრასბურგში ვერავინ ცნობს და ლანდებივით დადიან:
“რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება, რომ უპრეცედენტოდ, გამონაკლისის
სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად და ისტორიული
მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ახლა
კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს
და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და
ჩვენი ქვეყანა”, – წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე.