
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ნდობის რეიტინგი, 35%-მდე შემცირდა.
კვლევა იანვარში „ლევადა-ცენტრმა“ ჩაატარა.
2019 წლის სექტემბერთან შედარებით, მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული;
2017 წლის ნოემბრის მონაცემით, პუტინის რეიტინგი 59% შეადგენდა, გამოდის რომ ორ
წელიწადში ის, თითქმის ორჯერ – 24 პუნქტით დაეცა.
ამასთან, გასული წლის სექტემბრიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, ნდობის მაჩვენებელმა
13-დან – 19%-მდე გაიზარდა; ასევე გაზრდილია ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის,
რეიტინგი 14-დან-17%-მდე.
ამას გარდა, „ლევადა-ცენტრმა“ ახალი პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის ნდობის რეიტინგიც გაზომა.
მას ჯერჯერობით მოსახლეობის 3% ენდობა – 4% კი, არა.