„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს

Image

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

 

 

"მიგვაჩნია, რომ ქვეყნაში მედია პლურალიზმის, განსხვავებული აზრისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პლატფორმის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

 

არხის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადება უკვე აღარ ტოვებს ილუზიას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავისუფალი სიტყვა და პროდასავლური ორიენტაციის მქონე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამიტომ არხის ჟურნალისტები მივმართავთ ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გარანტად გვევლინებიან, არ მოადუნონ ყურადღება და დაეხმარონ "რუსთავი 2“-ს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. იმისთვის, რომ აღარ დავტოვოთ ინტერპრეტაციის სივრცე, აქვე გავმარტავთ იმ კრიტერიუმებს, რომლის დარღვევასაც ჩვენ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მივიჩნევთ.

 

1. ჟურნალისტების, არხის წამყვანების, საინფორმაციო სამსახურის მოქმედი უფროსისა და პროდიუსერების გათავისუფლება, სხვა პოზიციაზე გადაყვანა და მათ ნაცვლად ახალი კადრების მოყვანა არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის კიდევ ერთი მექანიზმი. გამოცდილება აჩვენებს, რომ ქართულ მედიაგარემოში ეს სქემა ხშირად გამოიყენება არსებული გადაცემების დასახურად ან ფორმატის შესაცველად.

 

2. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტად ჩაითვლება, პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირების შრომითი კონტრაქტის დარღვევა.

 

3. სტუმრების ცენზურა, სიუჟეტების რიგითობის განსაზღვრა და ნებისმიერი სხვა სახის ჩარევა, რომელიც გავლენას მოახდენს გადაცემის შინაარსსა და აქცენტებზე.

 

4. ფინანსური ხასიათის პრობლემების შექმნა - თუკი არხი ყადაღის უმძიმეს პირობებშიც კი ახერხებდა დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას, არამხოლოდ ხელფასების გასტუმრებას, არამედ ახალი რეიტინგული მედიაპროდუქტების შექმნას, ყადაღის მოხსნამ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს შემოსავლების ზრდას და არა პირიქით. ამიტომ თანამშრომლების წინაშე, კონტრაქტით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და ბერკეტი "რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩასარევად.

 

5. მხოლოდ უცხოელი მედიამენეჯერის ჩამოყვანა ვერ ჩაითვლება სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიად. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეიძლება იქცეს მედია ცენზორად. მსგავსი პრაქტიკა გვინახავს სხვა არხებზე, უცხოელი მედიამენეჯერები ვერ აღმოჩნდნენ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შემაკავებელი ბერკეტები. გარდა ამისა, ყველას კარგად გვახსოვს 2001 წელს "გაზპრომ მედიას" ანუ პუტინის მიერ "ენ-ტე-ვეს" ძალადობრივი ხელში ჩაგდების შემდეგ როგორ დანიშნეს "სარედაქციო დამოუკიდებლობის" უზრუნველსაყოფად ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ამერიკის მოქალაქე ჯორდანი. ისიც კარგად გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ისტორია. ჩვენ ასევე ვხედავთ კრემლის პროპაგანდისტულ არხზე "Russia Today-“ზე უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !