„რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ გიორგი გაბუნიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას შეზღუდვა მოეხსნება, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.
ასევე საინფორმაცფია სამსახურის უფროსის პოსტს შეინარჩუნებს ნოდარ მელაძეც.
პაატა სალია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტელეკომპანიას ნიკა გვარამიას გარდა არავინ დატოვებს.