
ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელი შემთხვევით გასაჯაროვდა.
ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღი სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და
თურქეთის სამხედრო ბაზებზე მდებარეობს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა
კანადელი სენატორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის,
ჯოზეფ დეის ანგარიშიდან. ამის შესახებ ბელგიური გამოცემა De Morgen-ი წერს.
11 ივლისს მოხსენების ახალი განახლებული ვერსია გამოქვეყნდა, საიდანაც ბაზების სახელები ამოიღეს, მაგრამ
დატოვეს ქვეყნები და ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც ევროპული მოკავშირეები რომლებსაც
ასაფეთქებელი საშუალება B61-ისთვის შესაბამისი ვერტმფრენები ჰყავთ.
ჯოზეფ დეიმ განმარტა, რომ მოხსენების პირველი ვერსია მხოლოდ სამუშაო ვარიანტი იყო.