
დღეს ივანიშვილმა მედიას არ დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაციაიმის შესახებ, რომ 20-21 ივნისის აქციის დარბევა მისი ბრძანებით მოხდა.
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი. ასეთ სიბრიყვეს და ასეთ ბრიყვულ კითხვას… თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას, მათგან მოდის…
როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს? 200 კაცს უყრიან თბილისში და 200 კაცს რეგიონებში, ხალხი ხედავს ყველაფერს, ხალხი ბრძენია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
20 ივნისს ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში წამოჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი, სპეცრაზმმა დაარბია.
პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა