
ივანიშვილთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან.
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ხუმრობით ამბობს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ მარსიანელებთან ბრძოლა გახდება საჭირო.
"ივანიშვილთან, როგორც პარტნიორთან, "ქართულ ოცნებასთან" მხოლოდ და მხოლოდ, ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ, თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან და კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს," - განაცხადა უგულავამ.
„არჩევანის“ სტუდიაში შეკრებილების უმრავლესობისთვის მიუღებელია მოსაზრება, რომ ახლა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ხოლო პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს.