
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
რომან გოცირიძის თქმით, სწორედ ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს დანაშაულებრივი ქმედებები, გავრილოვის
შემოყვანით დაწყებული, 20 ივნისის ღამით დამთავრებული. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თუ კომისიის
შექმნას მხარს არ დაუჭერენ, მომავალი პარლამენტი ამას აუცილებლად გამოიძიებს.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი
ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის
კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.