
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსი ტურისტების ნაკადი განახლდება საქართველოში.
ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას,
რომელიც ეხებოდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოში ფრენების შეწყვეტის თაობაზე.
„არ ღირს ყველაფრის სერიოზულად მიღება. არის ერთი საინტერესო ფაქტი, რომელზეც, შესაძლოა, ჩვენ
არასაკმარისად ვაკეთებთ აქცენტს: გასულ წელს საქართველოს ეწვია მილიონ 700 ათასი რუსი ტურისტი. ომი
ხომ ახლახანს იყო, 2008-ში, ხოლო სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან, გადის გამყოფი ხაზი! ამის
მიუხედავად, არც ერთ რუს ტურისტს საქართველოში არაფერი მოსვლია. პირიქით, რუსეთის მოსახლეობის
რეაქციის მიხედვით დავინახეთ, რომ რუსებს სურთ, ადრინდელივით, ჩამოვიდნენ საქართველოში და
დარწმუნებული ვარ, რუსი ტურისტების ნაკადი განახლდება. ქართული სტუმართმოყვარეობა ყველასკენ არის
მიმართული, ის არ არის შერჩევითი. ჩვენი ქვეყანა მართლაც ღიაა ყველასთვის, ვინც კეთილი მიზნებით
ჩამოდის“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.