
აკვირდებოდნენ თუ არა საქართველოში მყოფი ელჩები 20 ივნისის მოვლენებს "კურიერთან" ინტრერვიუში
ასეთი განცხადებები გააკეთეს:
პარლამენტში არ ყოფილა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.
„რაც 20 ივნისს მოხდა გამოძიებას საჭიროებს ძალის გამოყენების და ძალადობის კუთხით. მოხარული ვართ, რომ ასეთი გამოძიება როგორც ჩანს ტარდება. ვინ იმყოფებოდა იმ კონკრეტულ დღეს პარლამენტში ამას ვერ გეტყვით. პირადად მე შეერთებულ შტატებში ჩემი ქალიშვილის ქორწილში ვიმყოფებოდი,“-განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.
უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი კი აცხადებს, რომ ის წინა დღეს პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა. 20 ივნისის ღამეს კი პარლამენტში არ მისულა.
„მე ვიმყოფებოდი წინა დღეს ცერემონიების სასახლეში პრეზიდენტთან გამართულ ღონისძიებაზე. მეორე დღეს არსად ვყოფილვარ,“-განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმასთვის კი გაუგებარია რატომ უნდა მისულიყო ის პარლამენტში და რა მოტივით უნდა ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეში.
„არ წავსულვარ, არც მივუწვევივარ. რატომ უნდა წავსულიყავი? ეს საქართველოს შიდა საქმეა, ჩართული არ ვარ,“-განცხადება იოჰანეს დოუმამ.
ელჩების ნაწილმა კომენტარზე უარი განაცხადა.