გახარია: პოლიციას კანონიერი სპეცსაშუალებების გამოყენება მე ვუბრძანე

Image

შინაგან სქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია tv1-ის ეთერში გადაცემა „რეაქციის“ პირდაპირ ეთერში

განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ბრძანება და კანონიერი სპეცსაშუალებების გამოყენება უბრძანა. 

 

 

„გავეცი ბრძანება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე

უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის

ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და ამ კანონმდებლობის ფარგლებში, გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას

გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით აბსოლუტურად, სრულად გაწერილი.

რატომ?! იმიტომ, რომ პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის

ინსტიტუტები და დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში... 

„ ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა 15 000-ს ადამიანზე მეტი. რაღაც მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ

შორის პარლამენტის წევრების მოწოდების საფუძველზე აქცია გახდა ძალადობრივი. ამ მომენტიდან პოლიციას ჰქონდა

ყველა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების სრული ლეგიტიმური უფლება. თუ გვინდა, რომ ჩვენი საუბარი

იყოს ადეკვატური და ობიექტური, უნდა შევთანხმდეთ რამდენიმე თემაზე და ამაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ,

სხვანაირად ჩვენ საუბარი არ გამოგვივა. როდესაც ფიზიკური შეტევა, ორგანიზებული, სისტემური მიგვაქვს პოლიციაზე

და სახელმწიფო ინსტიტუტზე, აქ უკვე პოლიციას უფლება აქვს კი არა - ვალდებულია გამოიყენოს სპეციალური

საშუალებები, რამეთუ არ დაუშვას ქვეყანაში ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება. როგორც კი

რამდენიმე ფლანგიდან ორგანიზებული შეტევა მიიტანეს პარლამენტის შენობაზე, კონკრეტული პოლიტიკოსების

მოწოდების საფუძველზე, ეს აქცია გახდა ძალადობრივი. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყველა ამ ძალადობაში

იღებდა მონაწილეობას. ამ აქციაზე 10 საათიდან დაახლოებით ორსაათნახევარი, ჩემი კონკრეტული ბრძანებით, არცერთ

პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია, ერთადერთი მიზეზით - მათ ჰქონდათ კონკრეტული

ბრძანება, მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა“, - განაცხადა გახარიამ. 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.3088
0.0000
100
RUB
 - 
4.6461
0.0000
1
USD
 - 
2.9718
0.0000

გუშინ:

ჰიტები:413 უნიკალური:351

მიმდინარე:

ჰიტები:31 უნიკალური:28