
ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივი ზღვარი დაიწიოს. ამ დროისთვის ეს ზღვარი
25 წელს შეადგენს.
“ზურა ჯაფარიძე პარლამენტის გაახალგაზრდავებას ითხოვს: დაიწიოს არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივი ზღვარი!
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო.
პარალელურად, განიხილება უამრავი სხვა საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია ზოგადად საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო გარემოსთან.
პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ დაიწიოს არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივი ზღვარი (passive suffrage), რაც დღეს 25 წელია პარლამენტისთვის.
ეს არის საბჭოთა ქართველების მიერ ახალი თაობისთვის დაწესებული ხელოვნური ბარიერი, რომელიც კვებავს ქართული პოლიტიკური ჭაობის სიცოცხლისუნარიანობას
ასაკობრივი ზღვრის დაწევა:
ამის დაშვება არ უნდა მხოლოდ იმას ვისაც აწყობს არსებული წუმპის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს – ანუ ამ ქვეყნის მტერს,” – წერს ზურა ჯაფარიძე.