
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ალექსეი პუშკოვმა წამოაყენა წინადადება, რუსოფობიური განცხადებების გამო
ნინო ქათამაძეს რუსეთში შესვლა აეკრძალოს.
„ჩემი აზრით, ნინო ქათამაძის განცხადებები, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი სძულს, ამასთანავე ჩამოდის აქ
კონცერტების გასამართად და ფულის საშოვნელად, არის ამორალური და ცინიკური“, აღნიშნა რუსეთის ფედერაციის
საბჭოს წევრმა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ქათამაზემ რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა:ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას, რომ
რაიმე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას რასაც თითოეული თგვენგანი
გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას! არასოდეს არ მომრიდებია ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ
წასვლა, არასოდეს არ დამეზარა და ჩემი ხმით, ქართულად მსოფლიოს ყველა ნაწილში და მათ შორის რუსეთშიც
ყოველთვის ვამბობ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც!