
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაპატიმრებას ითხოვს. და გენერალურ
პროკურორ შალვა თადუმაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის
პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება
და შემდგომში საპროტესტო აქცია მოჰყვა.