
ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის დუმის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას
ეხმიანება.
“მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა
საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი
ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ
გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში – ასე მივაღწევთ გამარჯვებას.
რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური
რეჟიმები იბატონებენ,”-ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის
თავმჯდომარე.
ვლადიმერ ჟირინოვსკი საკუთარ პრეზიდენტს საქართველოს სამაგალითოდ დასჯას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას 416 ხმით
დაუჭირა მხარი.