
რუსეთის დუმის დეპუტატი ოლეგ ნილოვი დუმის სპიკერსა და სხვა დეპუტატებს სთავაზობს რუსთავი2 -ის
გამოყიდვასა და სახელის გადარქმევას .
“ვიაჩესლავ ვიქტოროვიჩ, ჩემი წინადადებაა — არ გავჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ სანქციებზე. რატო არ
მიგვაჩნია შესაძლებლად და აუცილებლად მედიასფეროში გავცეთ პასუხი? აი, ეს არხი რუსთავი 2, შევხედოთ, იქნებ
არსებობს შანსი, მათ შორის რუსეთში ქართული დიასპორის დახმარებით, გამოვისყიდოთ თავისი “დამპალი
შიგნეულობით”. რა თქმა უნდა, გადავარქვათ სახელი, მაგალითად ბაგრატიონ 1. ტქვენ ჯერ კიდევ გუშინ აღნიშნეთ,
რომ ქართული დიასპორა საქართველოში რუსეთიდან 200 მილიონ დოლარს გზავნის ყოველწლიურად,” — აღნიშნა
დუმის დეპუტატმა.
რუსეთის დუმის ზოგიერთი დეპუტატი და, მათ შორის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინი, ჟურნალისტის წინააღმდეგ
სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებასა და რუსეთში მის ექსტრადიციას ითხოვდნენ.
გაბუნიას ქცევა რუსთავი 2-მა დაუშვებლად მიიჩნია. “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი
გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.