
„ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, თითქოს ვინმე ყოფილიყო. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს, მან თავისას მიაღწია. ახლა უფლებამოსილება შეუჩერეს და ორი თვით დასასვენებლად წავიდა. შემდეგ ისევ მივა და შესთავაზებენ სამსახურს“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ამის მიუხედავად საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას აპროტესტებენ.
დღესვე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ სურს. ეს პუტინმა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზეზით ახსნა. პუტინის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.