
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას
ეხმაურება.
"რუსეთი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის და ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებაში და ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რას გადაწყვეტს დილით პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ, გამოსავალი საქართველოს სტაბილურობისთვის არის არა იგივე გზის გაგრძელება, რომ რუსეთია ყველაფრის გამოსავალი და მოდი, პუტინს არ ვაწყენინოთ, არამედ მყარი ინსტიტუციონალური ევროპული გარანტიების მიღება ქვეყნის მომავლისთვის.
ძალიან სამწუხრო რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგია.