
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან
გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით საქართველოს წინააღმდეგ
სანქციების შემოღება არ ღირს.
„რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციებს, ამ ნაბიჯს ქართველი ხალხის მიმართ
პატივისცემიდან გამომდინარე არ გადავდგამთ. გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი
წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, ანუ მიზანი მიღწეულია.
ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და მუშაობას განაგრძობს, მაგრამ საქართველოში
არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესტებს“, - განაცხადა პუტინმა.
ის ამბობს, რომ ანტირუსულ განწყობებს საქართველოში ისეთი ხალხი ავრცელებს, ვინც ისტორია არ იცის და
ამით საკუთარ ქვეყანას ვნებს.