
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებას და პრეზიდენტს საქართველოს
წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ურჩევენ, სახელმწიფო დუმაში შემუშავებული პროექტი უკვე გამოქვეყნდა
პარლამენტის საიტზე, მას 9 ივლისს განიხილავენ.
ფრაქციის ლიდერი სერგეი ნევეროვი განმარტავს, რომ მიზეზი საქართველოში არსებული
“რუსოფობიური განწყობებია”, რომელიც მისი მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, პარლამენტი 9 ივლისს ხელისუფლებას
წინადადებით მიმართავს შეწყდეს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი, ასევე აიკრძალოს
ფულადი გზავნილები ამ ქვეყანასთან.