
" ვწუხვარ, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს"- აცხადებს რუსი დეპუტატი და
თავის ფეისბუქ გვერდზე გუშნ ტელეკომპანია რუსთავი2 ის ეთერში გასულ გადაცემას ეხმაურება:
„გაბუნიას სახით ქართული ტელევიზია ისეთ ღრმა ფსკერზე დაეშვა, რომ მომავალში არაფერი გაგვაკვირვებს.
მართალია, საქართველის პრეზიდენტმა დაგმო გაბუნიას საქციელი, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. ვწუხვარ,
რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს, მაგრამ ასე იქნება. სიბინძურეზე პასუხი სანქცია
იქნება. კიდევ ერთი სიბინძურე - კიდევ ერთი სანქცია, ყოველგვარი ემოციების გარეშე, სანამ სახელმწიფოთაშორის
ურთიერთობებში რეფლექსები არ ჩამოყალიბდება“, - წერს დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.