
საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე ფეისბუქზე წერს, რომ აფხაზური მხარე აკაკი ბობოხიძის ჩადენილ დანაშაულებებს აუცილებლად შეისწავლის.
"ქართველი პარლამენტარი, "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობისას, რომელიც გაიხსნა 20 ივნისს, განაცხადა აფხაზეთში მის მიერ ჩადენილი მკვლელობების შესახებ. აფხაზური მხარე გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზემოთხსენებული ომის დანაშაულისთვის მიიღოს დამსახურებული სასჯელი, რომელიც მან განახორციელა ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე" - წერს კოვე ფეისბუქზე.
აკაკი ბობოხიძემ 20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან განაცხადა - "აფხაზეთში მიბრძოლია რუსეთთან და თუ საჭირო იქნება კიდევ ვიომებ. მომიკლავს და ისევ მოვკლავ!"