
ორგანიზატორების თქმით,დღეს, 19:00 საათიდან, თავისუფლების მარში იგეგმება.
კერძოდ, მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდება.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი
ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის
კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
უფროსს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.